საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) მოითხოვს, რომ რუს და ბელარუს სპორტსმენებს საერთაშორისო შეჯიბრებში მონაწილეობა აეკრძალოთ.
IOC-მა საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებსა და სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორებს მოუწოდა, რომ არ მიიწვიონ და არ დაუშვან, როგორც რუსი, ისე ბელარუსი სპორტსმენები საერთაშორისო შეჯიბრებებში. განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ მონაწილეობის უფლება მხოლოდ ნეიტრალურ სპორტსმენებად ან ნეიტრალურ გუნდებად მისცენ. არ უნდა იყოს გამოყენებული ეროვნული სიმბოლოები, ფერები, დროშები და ჰიმნები.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ასევე ითხოვს, რომ რუსეთში ან ბელარუსში არ ჩატარდეს რაიმე სახის სპორტული ღონისძიება.
აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ IOC-მა რუსეთი და ბელარუსი ოლიმპიური ზავის დარღვევაში დაადანაშაულა.