ფეხბურთი

18:50 | 28.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩესკუ: "ომი პუტინმა დაიწყო და არა რუსმა ხალხმა, უკრაინელები ყველაფერს გადალახავენ"

კიევის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ უკრაინა დატოვა და გაიხსენა, როგორ გაიარა გზა მოლდოვას საზღვრამდე. რუმინელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ომი მხოლოდ ვლადიმერ პუტინმა დაიწყო და ეს რუსი ხალხის ბრალი არ არის.

„ღამით ვიარეთ და პირველ 100 კილომეტრზე ჩვენი სიჩქარე საათში 20 კილომეტრს არ აღემატებოდა. ჩვენი მიზანი იყო მოლდოვას საზღვართან მივსულიყავით, სადაც 5 კილომეტრის რიგი იყო. მანქანაში თითქმის ერთი დღე ვიყავით, მაგრამ ეს იყო ჩვენი გაქცევის ერთადერთი შანსი.

უკრაინელები ძალიან ძლიერები არიან, ყველაფერს აუცილებლად გადალახავენ. მიმაჩნია, რომ ეს ომი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დაიწყო და არა რუსმა ხალხმა. ვნახე კადრები რუსეთში ჩატარებული აქციებიდან და ამაში დარწმუნებული ვარ. მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიამ თავისი საქმე გააკეთოს.

მთელი გულით კიევში დავრჩი, იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დავიწყებ მუშაობას ჩემს ბიჭებთან ერთად კიევის „დინამოში“, - თქვა რუმინელმა სპეციალისტმა.

0.128954