ფეხბურთი

14:12 | 28.02.2022 | ნანახია 0 - ჯერ

დავით ხოჭოლავა: "განვლილმა ოთხმა დღემ ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი განათავსა. 29 წლის ფეხბურთელი უკრეინელებისადმი სოლიდარობის გამომხატველ პოსტს წერს, სადაც ამბობს, რომ განვლილმა ოთხმა დღემ ცხოვრება ჯოჯოეთად უქცია.

ხოჭოლავა წლების განმავლობაში უკრაინულ კლუბებში თამაშობდა და მისგან ეს ჯესტი გასაკვირი სულაც არ არის. ესეც რომ არა, ახლა მთელი მსოფლიო უკრაინას სოლიდარობას უცხადებს და მიზანი ერთია - შეჩერდეს ომი!

"ყველამ იცის, რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც ჩემს აზრს სოციალურ ქსელებში არ გამოვხატავ, მაგრამ ბოლო ოთხმა დღემ, რომელმაც ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია - არჩევანი არ დამტოვა. ჩემი ოჯახისა და მეგობრების უმეტესობა ახლა თავშესაფრებშია და ეშინიათ, რომ ხვალ ისინი დარჩებიან თავიანთი ქვეყნის გარეშე. ოჯახის დანარჩენი წევრები, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და უკრაინელებთან ერთად, იცავენ თავიანთ მიწას. ჩვენს მიწას. უკრაინა, მოითმინე, რადგან გამარჯვება ჩვენია", - დაწერა ხოჭოლავამ.

სეგახსენებთ, რომ დავით ხოჩოლავა 2015-2021 წლებში უკრაინული კლუბების - "ჩერნომორეცისა" და დონეცკის "შახტარის" ღირსებას იცავდა, გასულ წელს კი დანიის "კოპენჰაგენში" გადავიდა, სადაც 26 მატჩში 1 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა დაუგროვდა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:42 | 21.04.2016
პანტელეიმონი (4347)

ლაშა, ოლიმპიური ოქროს ველოდებით შენგან.

18:45 | 20.04.2016
miriani (2665)

მე ძმაო ტალახაძისგან ოლიმპიურ ოქროს ველოდები ოლიმპიური რეკორდით!!!
ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს და ტრავმები აცილოს.
წარმატებები ლაშას

23:31 | 19.04.2016
davit-tg (768)

მადლობაააააა!მაგრები ხართ.კალათბურთი,რაგბი,ძიუდო და ეხლა ძალოსნობა.ამ სახეობის მამები არიან ნამდვილი პროფესიონალები და საამაყო ერისშვილება.წარმატება ქართულ სპორტს

15:41 | 19.04.2016
BEERTRANCE (97819)

ოლიმპიადაზეც გაგვეხაროს მათი წარმატების

0.064353