თამაშგარე

13:44 | 28.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

რომან აბრამოვიჩის დაისი

რუსული არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კარგი დღე ნამდვილად არ დაადგათ რუს ოლიგარქებს, რომელთა დიდი ნაწილი ევროპის ქვეყნებში იყო გაფუფუნებული და იქაურ სპორტშიც გვარიანად აფათურებდნენ ხელს. დიდი ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებით, ბრიტანეთის მიერ სანქცირებული რუსი ოლიგარქების სიაში ლონდონის “ჩელსის“ მფლობელი რომან აბრამოვიჩიც მოხვდა.

იყო დრო, როდესაც აბრამოვიჩი ბრიტანეთს ელიტაში დამკვიდრებას ესწრაფვოდა და რას არ აკეთებდა ამისთვის. თუმცა, შემდეგ ალბიონზეც ყველა მიხვდა რა მოვლენასთან ჰქონდა საქმე. ამას დაემატა რომანის ცოლთან გაყრა და ბრიტანული კანონმდებლობით ქონების გაყოფა, რამაც აბრამოვიჩს ბრიტანეთთან და ბრიტანულ კანონთან საბოლოოდ გაუფუჭა საქმე.

მიუხედავად რომან აბრამოვიჩის სანქცირებისა(დიდი შანსია მას ლონდონურ კლუბთან ერთად, ლონდონში მდებარე 150 მილიონ ფუნტად ღირებული სასახლეც კი ჩამოართვან) მისი შვილი სოფია როგორც ჩანს არ იზიარებს მამის და ზოგადად რუსულ-იმპერიულ აზროვნებას და სოციალურ ქსელებში ომის საწინააღმდეგო პოსტი დაწერა.

0.166137