ჩოგბურთი

2:24 | 28.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა აკაპულკოს ტურნირი მოიგო

ავსტრალიის ღია პირველობის ესპანელმა ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა, აკაპულკოს (მექსიკა) ტურნირის ფინალში, ბრიტანელ კამერონ ნორიეს 6-4, 6-4 მოუგო და მეოთხედ გახდა ამ ATP 500-ის ტურნირის ჩემპიონი.

ესპანელი ჩემპიონი ისე გახდა, რომ ტურნირზე ერთი სეტიც არ დაუთმია. ეს მესამე ტიტულია, რომელთაგან პირველს ავსტრალიის ღიას მოსამზადებელ ეტაპზე დაეუფლა, მეორეს მელბურნში და მესამე აკაპულკოში. და მან, რა ფეხის ტრავმა მოირჩინა, უკვე ზედიზედ მე-მე-15 შეხვედრა მოიგო.

„ძალიან დახუთული ჰაერია. ურთულეს პირობებში მოგვიწია თამაშმა. კამერონი სოლიდური მოთამაშეა. ის ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა და ყოველთვის არაკომფორტულად გამყოფებს. რამდენიმე რთულ მომენტს გავუძელი. და როცა შანსი მივიღე, ისინი გამოვიყენე“, - განაცხადა ნადალმა, ვინც შეხვედრა საათსა და 54 წუთში მოიგო.

ნადალმა პირველ ბრეიკს საწყისი სეტის მეხუთე გეიმში მიაღწია და ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. ესპანელმა მეორე სეტი ბრეიკით დაიწყო, რაზეც ნორიემ ანგარიშის გათანაბრებით უპასუხა. და მაინც, ნადალმა ისევ მეხუთე გეიმში შეძლო დაწინაურება. მან მეტოქის მოწოდებაზე კიდევ ერთი გეიმი მოიგო - 5-2. მართალია, ნორიემ ერთი საპასუხო ბრეიკი შეასრულა, მაგრამ ეს მაქსიმუმი იყო, რაც მან ამ დღეს შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113372