ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ ფეხბურთელმა ლუკა ლოჩოშვილმა „აუსტრიას“ ნახევარმცველის, გეორგ ტაიგლის გადარჩენის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ქართველმა მცველმა თქვა, რომ ასეთი სიტუაციაში იცის რა უნდა გააკეთოს, მაგრამ არ ფიქრობს, რომ გმირია, რადგან მის ადგილას ყველა ანალოგიურად მოიქცეოდა.
„მაშინვე შევამჩნიე რა ხდებოდა და მისი პირის გაღება ვცადე. მხოლოდ მომენტში დავიჭირე მისი ენა. იმ მომენტში ვერ აკონტროლებდა ვერაფერს და თითზე მიკბინა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ ის უკეთესად არის. საბედნიეროდ ვიცი მსგავს სიტუაციაში როგორ მოვიქცე. მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგად დასრულდა. ფეხბურთი პატივისცემა და სამართლიანი თამაშია, იგივეს ნებისმიერი გააკეთებდა“, - თქვა ლოჩოშვილმა.
შეგახსენებთ, „აუსტრია“ – „ვოლფსბერგერის“ 87-ე წუთზე გეორგ ტაიგლს თავში მეტოქის მუხლი მოხვდა და გონება დაკარგა, მას პირველადი დახმარება ლოჩოშვილმა აღმოუჩინა, რამაც 31 წლის ავსტრიელი სიკვდილისგან გადაარჩინა.