ფეხბურთი

20:24 | 27.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის მორიგი საგოლე პასი თურქეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

თურქეთის სუპერლიგის 27-ე ტურში საბა ლობჟანიძის „ჰათაისპორმა“ „მალათიასპორი“ 5:2 დაამარცხა, ქართველმა ნახევარმცველმა კი საგოლე პასი გააკეთა.

საბა მოედანზე მხოლოდ 81-ე წუთზე გამოჩნდა, როცა ანგარიში 3:2 იყო და 3 წუთში საგოლე გადაცემა მიითვალა. მან აიუბ ელ კააბის ცარიელ კარში გაატანინა და მარკოელ ფორვარდს ჰეთ-თრიქის შესრულებაში დაეხმარა.

27 წლის ქართველ ფეხბურთელს თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში 6 გოლი და 7 საგოლე პასი აქვს საკუთარ აქტივში.

„ჰათაისპორმა“ ამ გამარჯვებით 42 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 7 მარტს, სტუმრად „გაზიანთეფსპორთან“ გამართავს.

0.118909