ფეხბურთი

17:25 | 27.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" უკრაინაში მიმდინარე ომს "კონფლიქტი" უწოდა

ლონდონის „ჩელსის“ ვებგვერდზე უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით განცხადება გამოქვეყნდა, რაშიც საინტერესო ისაა, რომ ინგლისურმა კლუბმა მიმდინარე მოვლენებს, „კონფლიქტი“ უწოდა.

„უკრაინაში ვითარება საშინელი და დამანგრეველია. „ჩელსის“ ფიქრები უკრაინაში ყველას უკავშირდება, ვლოცულობთ მშვიდობისთვის“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში, რომლის სათაურია: „კლუბის განცხადება უკრაინაში კონფლიქტის შესახებ".

აღსანიშნავია, რომ ლონდონურმა კლუბმა ეს განცხადება მხოლოდ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც კლუბის მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა მმართველობა საქველმოქმედო ფონდს გადასცა, თუმცა, „ჩელსი“ მფლობელი ისევ რუსი ოლიგარქია.

თეგებიჩელსი
0.120923