„ლიდს იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი მარსელო ბიელსას დაატოვებინეს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
„ლიდსს“ რთული სეზონი აქვს, ბოლო ორ ტურში კი, ჯერ „ლივერპულთან“ 0:6 და მერე „ტოტენჰემთან“ შინ 0:4 წააგო, სატურნირო ცხრილში კი 23 ქულით მე-16 ადგილზეა. ამიტომაც, არგენტინელი გუნდიდან გაუშვეს. ბრიტანელები წერენ, რომ ბიელსას „ლაიფციგის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯესი მარში შეცვლის.
აქვე გეტყვით, რომ მარსელო ბიელსა „ლიდს იუნიატედის“ მთავარ მწვრთნელად 2018 წელს დაინიშნა და კლუბი პრემიერლიგაში 16-წლიანი პაუზის შემდეგ დააბრუნა.