ძიუდო

14:35 | 27.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

IJF-მა პუტინს საპატიო პრეზიდენტისა და ელჩის წოდება ჩამოართვა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საპატიო პრეზიდენტისა და ელჩის სტატუსი ჩამოართვა.

აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. “უკრაინაში მიმდინარე ომის კონფლიქტის ფონზე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია აცხადებს, რომ ბატონ ვლადიმერ პუტინს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საპატიო პრეზიდენტისა და ელჩის სტატუსი შეუჩერდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე გეტყვით, რომ პუტინი აღნიშნულ წოდებებს 2008 წლიდან ფლობდა.

0.120259