„იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა უკრაინაში მიმდინარე ომს და თქვა, რომ ყველა ქვეყანამ პოლონეთს უნდა მიბაძოს.
მოგეხსენებათ, პოლონელებმა რუსეთთან თამაშზე უარი თქვეს და ვოიცეხი დარწმუნებულია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. უფრო მეტიც, შჩესნის აინტერესებს, ეყოფა თუ არა ფიფას გამბედაობა, რომ რუსეთი მსოფლიოს ჩემპიონატზე უთამაშებლად გაიყვანოს.
„ეს სწორი არჩევანია, რუსეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში არ უნდა გვეთამაშა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი თანაგუნდელებიც ასე ფიქრობენ. მე და ჩემი თანაგუნდელები არ ვითამაშებთ რუსეთთან და თუ წაგებას ჩაგვითვლიან, ამისთვისაც მზად ვართ. ჩემი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. თავი მაღლა გვაქვს აწეული, რადგან ვიცით, რომ სწორად მოვიქეცით. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს არ მიიღებს.
ყველა ქვეყანამ ჩვენ უნდა მოგვბაძოს. ახლა ვნახავთ, ექნება თუ არა ფიფას ყვ***ბი, რომ რუსეთი მსოფლიოს ჩემპიონატზე უთამაშებელი გაიყვანოს. დარწმუნებული ვარ, რუსების უმეტესობა ომის წინააღმდეგია, მაგრამ მათმა მთავრობამ სხვა არჩევანი გააკეთა და რაც უკრაინაში ხდება ძალიან შემაშფოთებელია“, - თქვა შჩესნიმ იტალიურ მედიასთან.
შეგახსენებთ, რუსეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაშზე უარი პოლონეთის გარდა, შვედეთის ნაკრებმაც თქვა. მოსალოდნელია, რომ იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს ჩეხეთიც, რომელიც პლეი-ოფის ამავე ჯგუფშია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვაა, ამ ბერტყვმა რა ღრმად ჩაყვინა წუნწუხში ბიჭოს, რა სწრაფად გაბანძდა.
ეეჰ, კიდევ ერთი იმედგაცრუება! მემგონი ნომინაციაში "წლის საუკეთესო ადამიანი-იმედგაცრუება" პირველობას არავის დაუთმობს. არადა, როგორი იმედი მქონდა ამ კაცის როცა მოვიდა
ჰოდა, შენც შეცვალე შენი ნიკი ("ანტიმანჯავიძე") "ანტიკობიაშვილი"-თ


მე პირადად კობის პატიოსნებაში ეჭვი არც ახლა მეპარება მაგრამ ახლა დავასკვენი რომ როგორც ჩანს მიხვდა რომ ქართულ ფეხბურთს ეგ და მისი გუნდი ვერ მოარჩენს და თავისი მომავალი პოლიტიკაში დაინახა კალაძის გვერდით
კაი რა ბურატინო, ეგეთი მიამიტი როგორ უნდა იყო. კალაძემ როგორც დასვა ისევე უბრძანა ხმები მინდაო.
აჰა ჰო აქეთ და ადიდეთ კაცი და შეირგო რა
Mgonia rom kalas gverdshi unda sando da patrioti xalxi, amitomac miyavs... kobi rom kai kacia amas ar unda didi baasi... tumcaga merchivna sff shi darcheniliyo da eshvela rame fexburtistvis...
მიდი კობი. ზუსტად შენნაირი სერიოზული ხალხი გვჭირდება.
კობიაშვილო დაახვიე რაა. როგორ მეიმედებოდა და რა უმაქნისი და შემეტენე ტიპი აღმოჩნდა
თვითონაც ხომ ხვდებით, ეს წერილი ჩვეულებრივი ქართული ფარისევლობაა....
სფფ-ს წესდების მესამე მუხლი: ,,სფფ არის ნეიტრალური რელიგიურ და პოლიტიკურ საკითხებში" ახლა წარმოიდგინეთ პარლამენტიდან გადმომზირალი ფედერაციის პრეზიდენტი და გამპოიტანეთ დასკვნა ეჯრძალება თუ არა მას პოლიტიკური საქმიანობა, სფფ-ს ნეიტრალიტეტის პრინციპის გათვალისწინებით, დიდი სამართლებრივი კაზუისტიკა არ დაგჭირდებათ, კოპირებაში რო მაგრები ხართ ეს უკვე ვნახეთ ბატონო, ცოტა ანალიზიც რო მიაშველოთ ურიგო არ იქნება...საინტერესოა სპორტის შესახებ კანონის, რომელ ნორმას იშველიებენ ,,პატივცემულები"
ე.ი. ფეხბურთს არაფერი ეშველება, კობის შეიძლება პოლიტიკაში ეშველოს.
ხო იშოვის ერთ ორ მილიონს დაწყნარდება კაცი)))