ფეხბურთი

0:01 | 27.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

რომან აბრამოვიჩმა "ჩელსის" მმართველობა საქველმოქმედო ფონდს გადააბარა

ლონდონის „ჩელსის“ ამიერიდან რომან აბრამოვიჩის ნაცვლად საქველმოქმედო ფონდი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინგლისური კლუბის ვებგვერდი იტყობინება.

რუსი ოლიგარქი რჩება კლუბის მფლობელად, მაგრამ მას ფონდი გაუძღვება. ეს გადაწყვეტილება აბრამოვიჩმა რუსეთის მიერ წამოწყებული ომის შემდეგ მიიღო.

„ჩელსიში“ ჩემი მმართველობის თითქმის 20 წელიწადში ყოველთვის მივიჩნევდი ჩემს როლს, როგორც კლუბის დამცველის ფუნქციას, რომლის ამოცანა წარმატების მიღწევა იყო. მე გადაწყვეტილებებს ყოველთვის კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებდი და ვრჩები ამ ღირებულების ერთგული. სწორედ ამიტომ, კლუბის ხელმძღვანელობას საქველმოქმედო ფონდ „ჩელსის“ გადავცემ. მჯერა მათ ყველაზე კარგად შეუძლიათ კლუბის, ფეხბურთელების, პერსონალისა და გულშემატკივრების ინტერესზე ზრუნვა“, - თქვა აბრამოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომან აბრამოვიჩმა ლონდონის „ჩელსი“ 2003 წელს შეიძინა.

0.134645