ფეხბურთი

22:16 | 26.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

„დილამ“ „გაგრა“დაამარცხა, „თელავმა“ კი სტუმრად „ლოკომოტივს“ აჯობა

დღეს, 26 თებერვალს, ეროვნული ლიგის პირველი ტურს კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა. გორში „დილამ“ ელიტაში ათწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ „გაგრას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ნახევარში მასპინძლები ყოჩაღობდნენ და ორი გოლიც გაიტანეს. თორნიკე კაპანაძემ უკვე მე-8 წუთზე გახსნა ანგარიში. 27-ზე კი ნიკა გაგნიძემ გააორა.

შესვენების შემდეგ კი სტუმრები გააქტიურდნენ, ჯობნიდნენ კიდეც გორელებს, თუმცა მხოლოდ ერთი საპასუხო ბურთის გატანა შეძლეს. თავი 72-ე წუთზე გიორგი ბუხაიძემ გამოიჩინა.

„ლოკომოტივმა“ „თელავს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 47-ე წუთზე ლაშა კოხრეიძემ გაიტანა. თელაველებმა უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს. „ლოკომოტივს“ კი ეტყობა, რომ მძიმე სეზონი ელის.

0.118394