ფეხბურთი

22:45 | 26.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: „ეს იყო მასიური, მასიური სამი ქულა“

შოთა არველაძემ თავის ინგლისურ კარიერაში მეორე შეხვედრა მოიგო. მისმა „ჰალ სიტიმ“ ჩემპიონშიფის 35-ე ტურში, სტუმრად „პიტერბორო“ 0:3 გაანადგურა.

„ბიჭებმა აბსოლუტურად ფანტასტიკური რეაქცია გამოავლინეს ამ მატჩში. ეს იყო მასიური, მასიური სამი ქულა.

ჩვენ ვაკონტროლებდით ბურთს, ფანტასტიკური გოლები გავიტანეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

წინა ტურში „ბარნსლისთან“ წაგების შემდეგ, მოსამზადებლად მხოლოდ ორი დღე გვქონდა. საჭირო იყო რამდენიმე ფეხბურთელისთვის პოზიციის შეცვლა და ჩვენ ეს მოვახერხეთ. საკუთარი თამაში ვითამაშეთ.

ვფიქრობ, ჩვენი გულშემატკივრები ბედნიერები იქნებიან დღევანდელი დღით.“ - განაცხადა არველაძემ.

0.12333