ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე უკრაინაში მიმდინარე ომს გამოეხმაურა. როგორც ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონმა დაწერა, ეს არის ერთი კაცის უაზრო ახირების ბრალი და ერთი კაცის ომი.
„ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის ერთი ადამიანის უაზრო ახირების ბრალი! ერთი კაცის ომი! დღეს, უკრაინა არის საქართველოს მდგომარეობაში და ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის, ორმაგად მძიმეა იმ კადრების ყურება, რაც ტელევიზიასა და სოციალურ ქსელში ვრცელდება. აღფრთოვანებული ვარ უკრაინელი ხალხის ბრძოლისუნარიანობით! პუტინი უნდა მიხვდეს, რომ ტყუილად ღვრის უდანაშაულო სისხლს! დროა ფეხზე დადგეს დედამიწა! დროა ყველამ ხმა ამოიღოს! ჩემი მხარდაჭერა უკრაინას! გულით ვუსურვებ გამარჯვებას! მშვიდობა იყოს მეგობრებო!“, - დაწერა ტალახაძემ.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და 24 თებერვალს საომარი მოქმედებები დაიწყო.