უეფა რუსული კომპანია „გაზპრომისთვის“ კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას Times-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, უეფა საბუთებს ამზადებს, რათა შემდეგ ოფიციალური განცხადება გააკეთოს. „გაზპრომი“ უეფას სპონსორი 2012 წლიდანაა და კონტრაქტი ძალაში 2024 წლამდეა, მაგრამ ის უახლოეს ხანში, დიდი ალბათობით, გაწყდება.
აქვე გეტყვით, რომ თანამშრომლობის შეწყვეტით უეფა რუსული კომპანიისგან დაახლოებით 80 მილიონ გირვანქა სტერლინგს დაკარგავს.