ფეხბურთი

10:23 | 26.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"შახტარის" ბრაზილიელ ფეხბურთელს უკრაინის ტერიტორიის დატოვების უფლება არ აქვს

დონეცკის „შახტარის“ ბრაზილიელ თავდამსხმელ ჟუნიორ მორაეშს შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ ომში ბრძოლა მოუწიოს.

34 წლის ფეხბურთელი კიევის დატოვებას თანაგუნდელ ბრაზილიელებთან ერთად ცდილობდა, მაგრამ მათგან განსხვავებით, უკრაინის ტერიტორიის გადაკვეთის უფლება არ აქვს. საქმე ისაა, რომ მორაეში უკრაინის მოქალაქეა და რეზერვისტების სიაშია.

უკრაინაში გამოცხადებულია საყოველთაო მობილიზაცია და ამ განკარგულების თანახმად უკრაინის მოქალაქე 18-დან 60-წლამდე მამაკაცებს ქვეყნის დატოვება არ შეუძლიათ.

ჟუნიორ მორაეში უკვე 10 წელია უკრაინაში თამაშობს, სადაც დონეცკის „მეტალურგისა“ და კიევის „დინამოს“ ღირსებას იცავდა, 2018 წელს კი „შახტარში“ გადავიდა. 2019 წელს უკრაინის მოქალაქე გახდა და ამავე ქვეყნის ნაკრებში ჩატარებულ 11 თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი.

0.1189