ფეხბურთი

2:12 | 26.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

მილანური კლუბები კრიზისში

იტალიის სერია A-ში სტარტი 27-ე ტურმა აიღო და ორი მატჩი გაიმართა, ორივე ლიდერების, „მილანისა“ და „ინტერის“ მონაწილეობით. აღსანიშნავია, რომ სერია A-ში ამ ტურის ყველა მატჩი 5 წუთით დაგვიანებით დაიწყება, უკრაინის სოლიდარობისთვის.

„მილანმა“ „უდინეზეს“ უმასპინძლა, აშკარა ფავორიტი იყო, მაგრამ მორიგი ორი ქულა დაკარგა. რაფაელ ლეაოს გოლით მასპინძლებმა ტაიმი მოიგეს, თუმცა, მეორე ნახევარში სტუმრებმა გაათანაბრეს და ფრე - 1:1. სხვათა შორის, მოგებასთან უფრო ახლოს „უდინეზე“ იყო და რომ არა მაიკ მენიანის კარგი თამაში, ალბათ შინ 3 ქულითაც დაბრუნდებოდა. „როსონერიმ“ ბოლო ორ ტურში მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა, მაგრამ 57 ქულით ისევ სატურნირო ცხრილის სათავაშია.

ეს „ინტერის“ კრიზისის დამსახურებაა. მილანურ გრანდს სერია A-ში უკვე ერთი თვეა, 22 იანვრის შემდეგ არ მოუგია. „ნერაძურის“ მოუგებელი მატჩების რაოდენობა უკვე ოთხამდე გაიზარდა. სიმონე ინძაგის გუნდმა ამჯერად სტუმრად, გასავარდნ ზონაში უიმედოდ მყოფ „ჯენოას“ ვერაფერი დააკლო და ნულოვან ფრეს დასჯერდა. შესაბამისად, 55 ქულით მეორე ადგილზეა, თუმცა პოტენციურად ლიდერია, რადგან თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სამშაბათს, „ინტერი“ და „მილანი“ ერთმანეთს იტალიის თასის ნახევარფინალში შეხვდებიან. თუმცა, მანამდე შაბათ-კვირას სერია A-ს 27-ე ტურის დანარჩენი მატჩები გაიმართება.

„მილანი“ – „უდინეზე“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ლეაო (29), 1:1 უდოგიე (66)

„ჯენოა“ – „ინტერი“ 0:0 (0:0)

0.129669