ფეხბურთი

0:20 | 26.02.2022 | ნანახია 1365 - ჯერ

რონალდუ: "სადაც წავედი, ყველგან კვალი დავტოვე, ისტორიაში ასეთი სხვა ფეხბურთელი არაა"

ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ DAZN-თან ინტერვიუში თქვა, რომ ფეხბურთის თამაშს კიდევ 4-5 წელი აპირებს და სურს, რაც შეიძლება მეტი ტიტული მოიგოს.

გარდა ამისა, კრიშტიანუმ აღნიშნა, რომ მან ყველგან კვალის დატოვება შეძლო, სადაც ითამაშა და ასეთი ფეხბურთელები მის გარდა, არ არსებობენ.

„ყოველდღე ვმუშაობდი, დიდი ძალისხმევით და თავდადებით მოვედი აქამდე, ყოველთვის გაუმჯობესებაზე ვფიქრობდი. ასევე, ვზრუნავდი საკუთარ თავზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. უკვე ჩავატარე 1000-ზე მეტი მატჩი, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ ვიცი, რომ შემიძლია კიდევ ვითამაშო, თავს კარგად ვგრძნობ.

„სპორტინგის“ დატოვება და „მანჩესტერში“ გადასვლა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება იყო. და, ახლა, 36 წლის ასაკში, მრავალშვილიანი, ოჯახის მამის რანგში აქ დაბრუნება ძალიან ლამაზი მომენტი იყო. მინდოდა დამემტკიცებინა, რომ მაღალ დონეზე თამაში შემეძლო. ალბათ ხალხი სხვა კრიშტიანუს ელოდა, მაგრამ სამაგიეროდ, ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მატჩში გოლი გავიტანე. კარგი იყო სახლში მრავალი წლის შემდეგ დაბრუნება.

ამ ასაკამდე ასეთ დონეზე თამაში ადვილი არ არის, მაგრამ ამას ყოველდღე ვაჩვენებ. არ მჭირდება გითხრათ, რომ ძალიან კარგი ვარ, რადგან ჩემი სტატისტიკა ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს. რა თქმა უნდა, მინდა მეტი ტიტული მოვიგო, რადგან ისეთ კლუბში ვარ, რომელიც ამის შესაძლებლობას მაძლევს, რატომაც არა? კიდევ 4-5 წელი ვითამაშებ და მინდა, კიდევ უფრო მეტი მოვიგო.

ჩემი ცხოვრება ძალიან ლამაზი მოგზაურობაა. ყველგან კვალი დავტოვე, სადაც ვიყავი. ვფიქრობ, ისტორიაში არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც ამაყად იტყვის, რომ სადაც წავიდა, ყველგან კვალი დატოვა. ეს ბედნიერებას მანიჭებს“, - თქვა რონალდუმ.


კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:02 | 30.06.2021
გიო55გიო (384)

ლილარდს არ გამაზავს მეფე და გაისად გაიკეთებს მეხუთე ბეჭედს. დარწმუნებული ვარ მოაყომარებენ მაგ ამბავს ელეიში!

07:26 | 30.06.2021
O.KANI (475)

გამიტყდა ბერძენის დალეწვა მიუედავად იმისა რო მაგრა მკიდია ეგ ცხოველი, რა წონა ექნება ესეთ ბეჭდებს როცა ყველა ილეწება, მაგრამ ლიჟბი იმ ასომ არ მოიგოს გენერალს რო ეძახიან.

19:07 | 29.06.2021
Kobe Bean (21683)

იასნია რომ ბეჭედი უნდა დეიმთაიმს და პორტლენდზე უარეს გუნდში არანაირად არ წავა.ახლა გააქტიურდება ლეიკერსიც და სხვებიც ვისაც ჩემპიონობაზე აქვთ პრეტენზია ბრუკლინის გარდა.კი უყვარს კეიდის 3-4 სტართან თამაში მაგრამ ვერც ხელფასით გაწვდებიან ლილარდს და პოციურადაც ვერ ჩააჯენენ გუნდში.გოლდენმა შეიძლება სიაკამი და სიმონსი დაიმატოსო

19:01 | 29.06.2021
Kobe Bean (21683)

ლილარდმა მოითხოვა გაცვლა და ახლა წავა დედის წიოკი მაგ ტრეიდზე

19:00 | 29.06.2021
Kobe Bean (21683)

ერთი წარბა დაემტვრა ლეიკერსს და გარბიჯი ათამაშა ფინიქსმა ყველა თამაში უწარბო ლეიკერსს და კლიპერსმა თუ კავაის გარეშე გაიარა ეგ ფინიქსი საღოლ მაშინ.გამოდის რომ წარბას უფრო მეტი როლი ქონია თავის გუნდში ვიდრე კავაის

18:50 | 29.06.2021
Kobe Bean (21683)

კავაის(პლუს იბაკაც აკლიათ) გარეშე რომ კლიპერსი ფინალში გავიდეს,ნაღდად დაეცემა ლეონარდის სტატუსი.ბაქსსთან კი წააგებენ ულეონარდი კლიპერსელები მაგრამ კავაის გარეშე ჯაზი-ფინიქსის გაგდებაც არ იქნება ხუმრობა

18:47 | 29.06.2021
Kobe Bean (21683)

ებიჯო ვის რად უნდა შენი 50 ლარი,მიხედე დუქანს.ჯორჯის პერფომანსი ნაღდად გამოსარჩევი იყო და მიდლტონს რაც შეეხება მე თუ მკითხავთ იანისზე მეტი ლიდერი ეგაა ბაქსის.ჯერ მიდლტონმა მოუგო სერია ბრუკლინს და მერე იანისმა

18:26 | 29.06.2021
haudi (1058)

არ უნდა 50 გელა როგორც სჩჰანს

18:43 | 29.06.2021
KoRBeN DaLLaS (24842)

"რადნოი" ნიკით წერე ხოლმე, ნუ გრცხვენია

18:25 | 29.06.2021
haudi (1058)

რა იქნა ეს სექსუალი კი მარა

11:58 | 29.06.2021
federerjamesliverpooldelpotro (17151)

დღეს იანგი თუ არ იყო მილუოკი 4-1ს მარტივად დახურავს

11:57 | 29.06.2021
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ჯორჯს როგორ უნდა ბეჭედი არ ნებდება. ვნახოთ ვნახოთ რა ძალა ეყოფა კლიპერსს სერიის დასატრიალებლად. ძალიან საინტერესოა ის რაც დღეს მოხდა

13:48 | 29.06.2021
Marco8 (3589)

ჯერ ლებრონს ეჭიდავებოდა ინდიანაში , ეხლა აქაც მარტო დარჩა , მეეჭვება ბეჭდის მაგრამ ვნახოთ რა გამოვა.

14:00 | 29.06.2021
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ინდიანას ჯორჯი მართლა საუკეთესო იყო

07:53 | 29.06.2021
O.KANI (475)

პულსი გაუძლიერდა კლიპერსს

11:42 | 29.06.2021
Marco8 (3589)

მალე დაუვარდება

16:31 | 28.06.2021
federerjamesliverpooldelpotro (17151)

კავაი კიდე არაა და ფინიქსმა უნდა დახუროს სერია დღეს წესით. მილუოკი ატლანტა 4-2ს სერია არ გაექცევა მაქსიმუმ მითუმეტეს ტრეიმ კოჭი დაიზიანა. ფინიქსი მილუოკის ფინალი დიდი ალბათობით შედგება, ფლეიოფებიდან გამომდინარე ღირსეული ფინალიც შეიძლება დაერქვეს. მოგებას ორივე იმსახურებს ფაქტია

15:30 | 28.06.2021
zviadi-shxefi (6306)

მეგონა იუტას დამარცხების მერე ფინიქსაც მოინელებდა თუნდაც კავაის გარეშე კლიპერსი მაგრამ მიუხედავად იმისა რომ სამართლიანი თამაშის არ მჯერა მაინც დამსახურებულად გავა ფინიქსი თუ მოიგებს. კავაით ეს გუნდი ერთერთი უმთავრესი ფავორიტია და ფავორიტი იყო შარშანაც რომ არა დებილი მწვრთნელი თუ ზემოდან ჩაწყობა). ამ მორისს დალასთან აუდგა მაინცდამაინც (ნუ იუტასთანაც )


ბაქსმა დაიბრუნა უპირატესობა და სურვილის შემთხვევაში მალევე დაასრულებს სერიას.

13:37 | 28.06.2021
KoRBeN DaLLaS (24842)

ნუ, მილუოკი უკვე საფუძვლიანად "უიასნებს" ატლანტას ))
ჩემი აზრით შემდეგ ორ თამაშსაც კომფორტული სხვაობით ატაკებს. მაქსიმუმ, 4:2 იყოს ამ სერიის საბოლოო ანგარიში. არაა ჰოუქსი ხარირმების საპირწონე მეტოქე.
ისიც კარგად გამოჩნდა ამ პლეიოფში, რომ მარტო ბერძენის გუნდი არაა ბაქსი. სხვებიც ხშირად იღებენ ლიდერობას საკუთარ თავზე და ეს პირველ რიგში მიდლტონზე ითქმის.
გაიზარდა ბუდენგოლცერის სასტავი მენტალურად. წესით ჩემპიონობა მათია.

16:29 | 28.06.2021
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ჩემი აზრით მიდლტონი მთელი ფლეიოფი არაფრით ჩამოუვარდება იანისს საერთოდ თუ არ ჯობია

0.058462
1365