საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი ნ`გოლო კანტე გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნულ ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვაბგვერდი ავრცელებს.
კანტეს კონკურენციას დანი პარეხო, ჟოაუ ფელიში და ნუსაირ მაზრაუი უწევდნენ. ფრანგმა "ლილისთან" მოგებულ (2:0) მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა და გადაცემებს 89 პროცენტიანი სიზუსტით ასრულებდა.