უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა Fantasy Football-ის მონაცემების მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის ოთხი მატჩის შემდეგ სიმბოლური ნაკრები დაასახელა. ყველაზე მეტი, ექვსი წარმომადგენელი საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორს ლონდონის "ჩელსის" ჰყავს.
მეკარე: ედუარდ მენდი ("ჩელსი");
მცველები: ნუსაირ მაზრაუი ("აიაქსი"), ტიაგო სილვა ("ჩელსი"), ანტონიო რუდიგერი ("ჩელსი'), რენან ლოდი ("ატლეტიკო");
ნახევარმცველები: კრისტიან პულიშიჩი, ნ`გოლო კანტე, კაი ჰავერცი (სამივე - "ჩელსი"), დანიელ პარეხო ("ვილიარეალი"), ჟოაუ ფელიში ("ატლეტიკო");
თავდამსხმელები: დუშან ტადიჩი ("აიაქსი").