ფეხბურთი

16:32 | 25.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე დაწყვილდნენ

უეფას შტაბ-ბინაში კონფერენს ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და ტურნირზე შემორჩენილი 16 გუნდი დაწყვილდა.

კონფერენს ლიგაზე ასპარეზობას აგრძელებს დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“, რომლის მეტოქე პსვ ეინდჰოვენი იქნება. ყველა წყვილი კი ასეთია:

„მარსელი“ (საფრანგეთი) – „ბაზელი“ (შვეიცარია)

„ლესტერი“ (ინგლისი) – „რენი“ (საფრანგეთი)

პაოკ (საბერძნეთი) – „გენტი“ (ბელგია)

„ვიტესი“ (ნიდერლანდები) – „რომა“ (იტალია)

პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები) – „კოპენჰაგენი“ (დანია)

„სლავია“ (ჩეხეთი) – „ლასკი“ (ავსტრია)

„ბოდო გლიმტი“ (ნორვეგია) – „ალკმაარი“ (ნიდერლანდები)

„პარტიზანი“ (სერბეთი) – „ფეიენოორდი“ (ნიდერლანდები)

აქვე გეტყვით, რომ კონფერენს ლიგის მერვედფინალური მატჩები 10 და 17 მარტს გაიმართება, ფინალი კი 25 მაისს, ტირანაში ჩატარდება.

0.491919