ფეხბურთი

13:46 | 25.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანქტ-პეტერბურგის ნაცვლად პარიზში გაიმართება

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალი სანქტ-პეტერბურგის ნაცვლად პარიზში ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია უეფას ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

შედეგად, უკვე გადაწყდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 28 მაისს, პარიზში, "სტად დე ფრანსზე" გაიმართება.

„უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა დღეს საგანგებო სხდომა გამართა და გადაწყვიტა, რომ 2021-2022 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანქტ-პეტერბურგის ნაცვლად პარიზში, „სტად დე ფრანზე“ გადაიტანოს. თამაში 28 მაისს ჩატარდება, როგორც დაგეგმილი იყო.

უეფას სურს მადლიერება გამოხატოს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიმართ, მისი პირადი მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის, რომ ევროპის საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალი გადაიტანოს საფრანგეთში უპრეცედენტო კრიზისის დროს.

დღევანდელ სხდომაზე უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ასევე გადაწყვიტა, რომ რუსეთისა და უკრაინის კლუბებს, ეროვნულ ნაკრებებს, რომლებიც უეფას შეჯიბრებეში მონაწილეობენ, მოეთხოვებათ საშინაო მატჩები ნეიტრალურ მოედნებზე გამართომ შემდგომ გაფრთხილებამდე“, - ნათქვამია უეფას ოფიციალურ განცხადებაში.

0.120698