ფეხბურთი

2:29 | 25.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ევროპისა და კონფერენს ლიგის მერვედფინალის ყველა მონაწილე ცნობილია

ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის გათამაშებაში 1/16-ფინალური ეტაპი დასრულდა და შესაბამისად, ყველა მერვედფინალისტი ცნობილია.

მოგეხსენებათ, მანამდე ცნობილი იყო ორივე ტურნირზე 8-8 მერვედფინალის მონაწილე, ახლა კი დანარჩენი 8-8 გუნდი გაირკვა.

ევროპა ლიგის მერვედფინალის საგზური „ატალანტამ“, „ბარსელონამ“, „ბეტისმა“, „ბრაგამ“, „ლაიფციგმა“, „პორტუმ“, „რეინჯერსმა“ და „სევილიამ“ მოიპოვეს. ეს გუნდები წილისყრისას განუთესავები იქნებიან. მათი სავარაუდო მეტოქეები კი განთესილი გუნდები არიან, რომლებსაც 1/16-ფინალურ ეტაპზე არ უთამაშიათ:

„ცრვენა ზვეზდა“, „აინტრახტი“, „გალათასარაი“, „ლევერკუზენი“, „ლიონი“, „მონაკო“, „სპარტაკი“ და „ვესტ ჰემი“.

კონფერენს ლიგის მერვედფინალში „ბოდო გლიმტი“, „ლესტერი“, „მარსელი“, პაოკ, „პარტიზანი“, პსვ ეინდჰოვენი, „სლავია“ და „ვიტესი“ გავიდნენ. ისინიც განუთესავები არიან და ხოლო მანამდე მერვედფინალის საგზური განთესილ გუნდებს ჰქონდათ განაღდებული, რომელთა ჩამონათვალი ასეთია:

„ალკმაარი“, „ბაზელი“, „კოპენჰაგენი“, „ფეიენოორდი“, „გენტი“, „ლასკი“, „რენი“ და „რომა“.

ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა დღეს თბილისის დროით 15:00 საათზე, ხოლო კონფერენს ლიგის 16:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.162666