ინგლისური „ჰალ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომზე კომენტარი გააკეთა. არველაძემ უცხოელი პოლიტიკოსები გააკრიტიკა და დაწერა, რომ ყველაფერი მათი სუსტი პოლიტიკის ბრალია.
“არ მინდა ჩვენი ლაპარაკი და მხარდაჭერა დაემსგავსოს იმ უცხოელი პოლიტიკოსებისას, რომელთა სუსტმა და არამკვეთრმა პოლიტიკამ ჯერ საქართველო მიიყვანა მძიმე მდგომარეობამდე და ახლა, იგივე გზას უკრაინა გადის. სამყარო ვითარდება, მაგრამ ადამიანის ბუნება უცვლელი რჩება და ბოროტებას განვითარების ყველა ეტაპზე, შესაბამისი პასუხის გაცემა სჭირდება. უკრაინელი ხალხის და ჯარისკაცების მხარდაჭერა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, - დაწერა არველაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და საომარი მოქმედებები დაიწყო.