ფეხბურთი

23:10 | 24.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

შევჩენკო: "ჩემი ხალხი და ოჯახი საფრთხეშია, გთხოვთ, ჩემს ქვეყანას დაეხმარეთ"

ლეგენდარულმა უკრაინელმა ფეხბურთელმა ანდრეი შევჩენკომ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, რომ რუსეთის შეჩერებაში დაეხმარონ.

„დღეს დილით რუსეთმა დიაწყო სრულმასშტაბიანი ომი. ჩემი ხალხი და ჩემი ოჯახი საფრთხის ქვეშაა. უკრაინას და მის ხალხს მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობა სურს. გთხოვთ, გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ჩვენს ქვეყანას და ვთხოვოთ რუსეთის მთავრობას, რომ შეაჩეროს აგრესია და საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ჩვენ მხოლოდ მშვიდობა გვინდა, ომი პასუხი არ არის“, - დაწერა შევჩენკომ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და საომარი მოქმედებები დაიწყო.

0.138624