ფეხბურთი

20:01 | 24.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინამ უეფასა და ფიფასგან რუსეთის ნაკრებისა და რუსული კლუბების ტურნირებიდან მოკვეთა მოითხოვა

მოკვეთეთ რუსეთის ნაკრები და რუსული კლუბები თქვენი შეჯიბრებებიდან! უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ უეფასა და ფიფას ოფიციალური განცხადებით მიმართა.

უკრაინული მხარე მოითხოვს, რომ მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველმა უწყებებმა რუსების მიმართ მკაცრი სანქციები გაატარონ. თუმცა მხოლოდ ეს არის:

უკრაინამ უეფას ასევე მოსთხოვა, რომ სანქტ-პეტერბურგს ჩემპიონთა ლიგის 2022 წლის ყაზანს ევროპის სუპერთასის 2023 წლის ფინალის მასპინძლობის უფლება ჩამოართვას. ჯერჯერობით, ფიფასა და უეფას პასუხი უცნობია.

როგორც ცნობილია, უეფამ 25 თებერვალს საგანგებო სხდომა ჩანიშნა, სადაც სწორედ რუსეთზე დასაკისრებელ სანქციებზე იმსჯელებენ.

თეგებიუეფაფიფა
0.113711