ფეხბურთი

17:35 | 24.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

უეფა გაზპრომთან ხელშეკრულების დაუყოვნებლივ შეწყვეტას აპირებს

უეფა 25 თებერვალს აღმასკომის საგანგებო სხდომას გამართავს, რომელზეც სამი ძირითადი საკითხი განიხილება.

გავრცელებული ინფორმაციით, უეფა სანქტ-პეტერბურგისთვის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევას, რუსეთში საერთაშორისო საფეხბურთო ღონისძიებების ჩატარების აკრძალვას და გაზპრომთან არსებული ხელშეკრულების დაუყოვნებლივ შეწყვეტას განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ უეფას გაზპრომთან თანამშრომლობის გაწყვეტისკენ, ისევე, როგორც ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევისკენ ევროკავშირმა მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო ჯარი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და სამხედრო მოქმედებები დაიწყო.

თეგებიუეფა
0.116952