ფეხბურთი

16:32 | 24.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

მირჩა ლუჩესკუ: "უკრაინას არ დავტოვებ, მშიშარა არ ვარ"

კიევის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ განაცხადა, რომ მშიშარა არ არის და უკრაინას არ დატოვებს.

„უკრაინაში სპორტული ღონისძიება 30 დღით შეჩერებულია. მე არ დავტოვებ კიევს, არ დავბრუნდები რუმინეთში, მშიშარა არ ვარ. იმედია, იდიოტების დაწყებული ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდება. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ომი დაიწყებოდა“, - თქვა ლუჩესკუმ.

შეგახსენებთ, რომ მირჩა ლუჩესკი 2004-2016 წლებშო დონეცკის „შახტარის“ მთავარი მწვრთნელი იყო, 2020 წლიდან კი კიევის „დინამოს“ ავარჯიშებს.

0.126211