ფეხბურთი

15:54 | 24.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთ-უკრაინის სიტუაციასთან დაკავშირებით უეფა აღმასკომის საგანგებო სხდომას მოიწვევს

რუსეთის საოკუპაციო ჯარის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის და სამხედრო მოქმედებების დაწყების კვალად, უეფას ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა აღმასკომის საგანგებო სხდომა მოიწვიოს.

სხდომა ხვალ, 25 თებერვალს ჩატარდება. ორგანიზაციის წევრები არსებული სიტუაციის გაანალიზებას და საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას აპირებენ - გვამცნობს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ზოგიერთ რაიონში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, პრემიერლიგის მე-19 ტურის რამდენიმე მატჩი გადაიდო. ასევე გარკვეულ რეგიონებში 2 მარტამდე აეროპორტები დაიხურა.

უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატი კი დროებით შეწყდა.

თეგებიუეფა
0.065356