ფეხბურთი

15:18 | 24.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

შვედეთის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტი: „ფლეი ოფის მატჩი რუსეთთან ერთი თვის შემდეგ? ეს წარმოუდგენელია“

შვედეთის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა, კარლ-ერიკ ნილსონმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი ოფის მატჩების ჩატარება „პრაქტიკულად წარმოუდგენელია.“

„ეს ერთ-ერთი სავარაუდო სცენარია, რადგან ჩვენ ჯერ ჩეხეთთან გვაქვს სათამაშო. როცა დღეს დილით გავიღვიძე და რუსების უკრაინაში შეჭრის ამბავი გავიგე, მაშინვე მივხვდი, რომ ერთი თვის შემდეგ რუსეთთან ფლეი ოფის მატჩის თამაში პრაქტიკულად შეუძლებელია. არანაირი სურვილი არ მაქვს მათთან შეხვედრის.

გონებით ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან ვართ. იმიტომ, რომ სიტუაცია, რომელშიც ისინი დღეს დილით აღმოჩდნენ, საშინელია. ფეხბურთი ახლა უკანასკნელია, რაზეც შეიძლება ვიდარდოთ ამ ჯოჯოხეთის პირობებში.“ - ციტირებს ნილსონის სიტყვებს Reuters.

0.102733