ფეხბურთი

14:50 | 24.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: „მესი რომ არ გამოჩენილიყო, ისევ მარადონაზე ვილაპარაკებდით“

„ნაპოლისთან“ ევროპა ლიგის საპასუხო 1/16 ფინალური მატჩის წინ, „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა, ჟურნალისტებს ნეაპოლური კლუბის ლეგენდის, დიეგო მარადონას შესახებ გაუზიარა აზრი.

„მარადონა ყველას ფეხბურთით დამმუხტველი იყო. ახლაც ხშირად ვუცქერთ მისი თამაშის ჩანაწერებს და ისევ ვიხიბლებით. მესი რომ არ გამოჩენილიყო, ახლაც მარადონაზე ვილაპარაკებდით, როგორც ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეზე.

ჩვენთვის საპატიოა, რომ დღეს ნეაპოლში მისი სახელობის სტადიონზე ვითამაშებთ.“ - ციტირებს ჩავის სიტყვებს Sport.es.

„ბარსელონა“ – „ნაპოლის“ პირველი მერვედფინალურო მატჩი 1:1 დასრულდა. დღეს, 24 თებერვალს, საპასუხო შეხვედრა ნეაპოლში, „დიეგო არმანდო მარადონას“ სახელობის სტადიონზე, თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

0.128466