ფეხბურთი

14:21 | 24.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

„რეალს“ ფაბიან რუისის შეძენა სურს

მადრიდის „რეალს“ „ნაპოლის“ ესპანელი ნახევარმცველის, ფაბიან რუისის შეძენა სურს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

წყაროს ინფორმაციით, მადრიდული კლუბი უკვე საკმაო ხანია რუისს აკვირდება, ტრანსფერში პირადად ყოფილა დაინტერესებული გუნდის მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი. თავად ფეხბურთელსაც ძალიან სდომებია ესპანეთში თამაში.

მიმდინარე სეზონში რუისმა „ნაპოლის“ მაისურით, სერია A-ში 21 მატჩი ჩაატარა, ხუთი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე პასი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11022