კალათბურთი

12:19 | 24.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის 24 ქულა და ორმაგი დუბლი - სანდრომ G ლიგაში ითამაშა (+VIDEO)

“მილუოკი ბაქსის“ კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა გამთენიას G ლიგის გუნდ „ვისკონსინ ჰერდში“ ითამაშა და ორმაგი დუბლიც მიითვალა. ქართველი ფორვარდის გუნდი კონფერენციის ლიდერ „მოტორ სიტი კრიუზს“ შეხვდა და 107:110 დამარცხდა.

სანდრომ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 40 წუთი გაატარა, რა დროშიც 24 ქულა, 14 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა. 22 წლის კალათბურთელს გაცილებთ კარგი შედეგი ექნებოდა, რომ არა გაცუდებული სამიანები. მან საბოლოო ჯამში 19 სროლიდან მხოლოდ 9 გამოიყენა. ზუსტი კი 8-დან 2 სამქულიანი და 11-დან 7 ორქულიანი იყო. 2 კი საჯარიმო ხაზიდან ჩააგდო. ჩვენებურის +- მაჩვენებელი -5-ს გაუტოლდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სანდროს პერსონალური ფოლი არ მიუღია და შედეგიანობით მხოლოდ თანაგუნდელ ლინდელ ვიგინტონს ჩამორჩა.

„ვისკონსინი“ 7 მოგებითა და 10 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 25 თებერვალს, „ვესტჩესტერტან“ ჩაატარებს.

0.146294