ფეხბურთი

11:53 | 24.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

19 წლის ელანგამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მე-500 გოლი გაიტანა ჩემპიონთა თასის/ლიგის ისტორიაში

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მასპინძელ „ატლეტიკოსთან“ მე-80 წუთამდე 0:1 აგებდა. მანკუნიანელები 19 წლის შვედი ანტონი ელანგას საპასუხო გოლმა გადაარჩინა. ფეხბურთელის, რომელიც გასულ ნოემბერს ჯერ კიდევ კლუბის ახალგაზრდული გუნდის წევრი გახლდათ.

მთავარი მწვრთნელი, რალფ რანგნიკი ენდო მას და არც უნანია. თანაც ელანგი ისტორიაში შევიდა.

სტატისტიკური პორტალი optaJoe გვამცნობს, რომ ეს გოლი მე-500 გამოდგა „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ ჩემპიონთა თასზე/ლიგაში.

უფრო მეტი ტურნირის ისტორიაში მხოლოდ მადრიდის „რეალს“ – 1001, მიუნხენის „ბაიერნსა“ – 760 და „ბარსელონას“ – 624 გაუტანიათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104153