ფეხბურთი

11:24 | 24.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ემოციური რონალდუ

ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის შემდეგ, მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის (1:1), მანჩესტერელთა დიდვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ინსტაგრამში ემოციური წერილი გამოაქვეყნა.

„ყოველთვის სასიამოვნოა მადრიდში დაბრუნება. ის მსოფლიოში იმ მცირე ქალაქთა შორისაა, რომელსაც „სახლს“ ვეძახი. დადებითი ემოციები, კარგი ფეხბურთელები. ეს ხომ ჩემპიონთა ლიგაა, საკლუბო ფეხბურთის შეჯიბრებების დედა.

ახლა შეგვიძლია ეს საკითხი ჩვენს სტადიონზე დავხუროთ და ყველას დავანახოთ, რომ „ოლდ ტრაფორდი“ იყო და არის „ოცნების თეატრი.“

დაბოლოს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ: მადლობა შესანიშნავ გულშემატკივრებს. თქვენი თანადგომა უფრო ძლიერებს გვხდის. ერთად ჩვენ წინ და წინ ვივლით!“ - წერს პორტუგალიელი.

0.112315