ფეხბურთი

10:23 | 24.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

კონტე „ტოტენჰემიდან“ მიდის?

პრემიერლიგის აუტსაიდერ „ბარნლისთან“ წაგების შემდეგ (0:1), „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე, დათრგუნული ჩანდა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზეც ნაღვლიანად ისაუბრა.

„პატიოსანი კაცი ვარ და თვალებს ვერ დავხუჭავ. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. კლუბის ხელმძღვანელობას უნდა დაველაპარაკო. ბოლო ხუთ მატჩში ოთხი წაგება... ასეთი ცუდი შედეგი კარიერაში არ მქონია.

აქ იმისათვის მოვედი, რომ გუნდს დავხმარებოდი და ლიდერთა შორის ვყოფილიყავით. მაგრამ ახლა აუტსაიდერის დონის თამაშს ვაჩვენებთ. ყველაფერს ვცდილობ ვითარების გამოსასწორებლად, მაგრამ არაფერი გამოდის.

ეგებ „ტოტენჰემისთვის“ კარგი მწვრთნელი არ ვარ და ჯობს თანამდებობა დავტოვო.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Daily Mail.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104113