ფეხბურთი

2:02 | 24.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფრეების დღე: ყველაფერი მანჩესტერსა და ამსტერდამში გადაწყდება

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპზე საქმეში ბოლო ორი წყვილიც ჩაერთო და ორივე მატჩი ფრედ დასრულდა. შესაბამისად, ყველაფერი სამი კვირის მერე, საპასუხო შეხვედრებში გაირკვევა.

დღის ცენტრალურ დაპირისპირებაში მადრიდის „ატლეტიკო“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში იგებდა, მაგრამ ბოლოს გაუშვა და „ოლდ ტრაფორდზე“ არცთუ კარგ ვითარებაში ჩასვლა მოუწევს.

მეშვიდე წუთზე ჟოაო ფელიქსმა თავური დარტყმით გახსნა ანგარიში და „როხიბლანკო“ დაწინაურდა. სხვათ შორის, ეს იყო ერთადერთი დარტყმა კარის ჩარჩოთ, რომელიც სიმეონეს გუნდს ამ თამაშში ჰქონდა. თავის მხრივ, ვერც „მანჩესტერი“ გამოირჩეოდა, პირველად კარის ჩარჩოში მე-80 წუთზე დაარტყა და გაიტანა კიდეც. ანტონი ელანგამ მადრიდელთა დაცვის ჩავარდნით ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მეორე მატჩ ლისაბონში შედგა, სადაც „ბენფიკამ“ „აიაქსს“ უმასპინძლა და გუნდებმა ერთმანეთს 2-2 გოლი გაუტანეს. ამსტერდამელები ორჯერ იგებდნენ, დუშან ტადიჩისა და სებასტიან ალეს გოლებით, მაგრამ ლისაბონელებმა ორჯერვე გაათანაბრეს - ჯერ ალემ საკუთარ კარში გაიტანა, ხოლო შემდეგ რომან იარემჩუკმა გამოიჩინა თავი. სხვათა შორის, ალეს 7 მატჩში 11 გოლი აქვს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი და 11 ბურთის შესაგდებად მას ტურნირის ისტორიაში ყველაზე ნაკლები თამაში დასჭირდა.

ზემოხსენებული წყვილების საპასუხო მატჩები 15 მარტს გაიმართება და ფაქტია, რომ ყველაფერი მაშინ გაირკვევა. თუმცა, „აიაქსი“ და „მანჩესტერი“ უკეთეს ვითარებაში არიან, იმის მიუხედავად, რომ სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა გაუქმებულია.

„ატლეტიკო“ – „მანჩესტერი“ 1:1 (1:0)

მადრიდი, „ვანდა მეტროპოლიტანო“

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; ვრსალიკო, ხიმენესი, სავიჩი, მანდავა; ლორენტე, ერერა, კონდოგბია, რენან ლოდი (ლემარი 76); კორეა, ჟოაო ფელიქსი (გრიზმანი 75)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

„მანჩესტერი“ (4-2-3-1): დე ხეა; ლინდელოფი (ვან-ბისაკა 66), ვარანი, მაგუაირი, შოუ (ტელეში 67); ფრედი, პოგბა (მატიჩი 66); რაშფორდი (ელანგა 75), ბრუნო ფერნანდეში, სანჩო (ლინგარდი 82); რონალდუ

მწვრთნელი: რალფ რანგნიკი

გოლები: 1:0 ჟოაო ფელიქსი (7), 1:1 ელანგა (80)

გაფრთხილება: ერერა (45), მანდავა (63), ლორენტე (77), ხიმენესი (78) - შოუ (50), ლინდელოფი (60), რაშფორდი (65), ფრედი (74), ტელეში (83)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (1) – 9 (2) ბურთის ფლობა: 385-62% კუთხურები: 8:3 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ოვიდიუ ჰაცეგანი (რუმინეთი)

„ბენფიკა“ – „აიაქსი“ 2:2 (1:2)

ლისაბონი, „და ლუჟი“

„ბენფიკა“ (4-4-2): ვლახოდიმოსი; ჟილბერტო (გონსალვეში 90), ოტამენდი, ვერტონგენი, გრიმალდო; სილვა, ვაიგლი, ტაარაბტი (ბერნარდო 85), ევერტონი (იარემჩუკი 62); ნუნიესი (ლაზარო 90), რამოსი

მწვრთნელი: ნელსონ ვერისიმო

„აიაქსი“ (4-3-3): პასვეერი; მაზრაუი (რენში 90), ტიმბერი, მარტინესი, ბლინდი (ტალიაფიკო 73); ალვარესი, ბერგუისი, გრავნებერხი (კლაასენი 73); ანტონი, ალე, ტადიჩი

მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი

გოლები: 0:1 ტადიჩი (18), 1:1 ალე (26, ა.გ), 1:2 ალე (29), 2:2 იარემჩუკი (72)

გაფრთხილება: ნუნიესი (46), რამოსი (49), იარემჩუკი (72) - მაზრაუი (23), ბერგუისი (45), ანტონი (87)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (3) – 11 (8) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: სრდან ვინჩიჩი (სლოვენია)

0.298516