არგენტინის ეროვნული ნაკრების და ტურინის "იუვენტუსის" შემტევმა პაულო დიბალამ შესაძლოა კარიერა ლონდონის "ტოტენჰემში" გააგრძელოს. ესპანური Sport-ის ინფორმაციით, ინგლისელებმა სამხრეთამერიკელს შეთავაზება უკვე გაუკეთეს და მოლაპარაკება დაწყებულია.
28 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და მსურველ კლუბთან მოლაპარაკების დაწყება ოფიციალურად შეუძლია. დიბალათი "ბარსელონა" და "ინტერი" არიან დაინტერესებული, თუმცა გამოცემის ინფორმაციით, ყველაზე საინტერესო შეთავაზება ლონდონელებს აქვთ. ფეხბურთელმა თავის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება უკვე დაიწყო.
დიბალა "იუვენტუსში" 2015 წელს "პალერმოდან" გადავიდა. მას შემდეგ არგენტინელმა 281 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 112 გოლი და 48 საგოლე გადაცემა შეასრულა.