ჭადრაკი

16:39 | 23.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

11-დან 10 ქულა: ბაადურ ჯობავამ "Titled Tuesday" დამაჯერებლად მოიგო!

საერთაშორისო საჭადრაკო სერვერზე, ‘chess.com’ გამართული ტრადიციული, ონლაინ "Titled Tuesday" საქართველოს ნაკრების ლიდერის, ბაადურ ჯობავას დამაჯერებელი პირველობით დასრულდა.

ქართველმა დიდოსტატმა ბრწყინვალე შედეგი აჩვენა. მან 11-დან 10 ქულა მოიპოვა და ერთპიროვნულად გაიმარჯვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯობავას მოგება ამერიკელ ჰიკარუ ნაკამურასთან.

გეტყვით, რომ შეჯიბრი სამშაბათობით იმართება. ეს ვირტუალურ სივრცეში ყველაზე ძლიერი და პოპულარული საერთაშორისო ტურნირია, სადაც მონაწილეობა მხოლოდ წოდებიან მოჭადრაკეებს შეუძლიათ.

0.150329