ფეხბურთი

17:45 | 23.02.2022 | ნანახია 631 - ჯერ

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "ინგლისურმა კლუბებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალს ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ"

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა ინგლისურ კლუბებს მოუწოდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალს, რომელიც სანქტ-პეტერბურგში უნდა გაიმართოს, ბოიკოტი გამოუცხადონ.

„ინგლისურმა კლუბებმა რუსეთში ჩემპიონთა ლიგის ფინალს ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ. მათ ადგილას რომ ვიყო, ბოიკოტს გამოვაცხადებდი. პირადად მე არ ვისურვებდი მონაწილეობა მიმეღო სანქტ-პეტერბურგში გასამართ მატჩში, იმის გათვალისწინებით, თუ რას აკეთებს პუტინის რეჟიმი“, - თქვა ტრასმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უეფას პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა მოუწოდა, რომ რუსეთს ჩემპიონთა ლიგის მასპინძლობის უფლება ჩამოართვან. სანქტ-პეტერბურგში ჩემპიონთა ლიგის ფინალი 28 მაისს უნდა გაიმართოს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119156