უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და ასევე მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. მან რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე თანამემამულეები გაამხნევა და გაერთიანებისკენ მოუწოდა.
"უკრაინა ჩემი სამშობლოა! ყოველთვის ვამაყობდი ჩემი ხალხით! ბევრი რთული პერიოდი გამოვიარეთ და ბოლო 30 წლის განმავლობაში ერად ჩამოვყალიბდით! გულმართალი მოქალაქეების ერი! ეს არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი! დღეს რთული დროა ყველა ჩვენთაგანისთვის. მაგრამ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ! ერთობით ჩვენ გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!", -დაწერა ანდრეი შევჩენკომ სოციალურ ქსელში.
ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება სწორედ რუსეთ-უკრაინისკენაა მიმართული. მას შემდეგ, რაც პუტინის რუსეთმა უკრაინის ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოაცხადა, მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარი მხოლოდ მცირედით შეცვალა. ყველა კვლავ ომის მოლოდინშია.