უეფას ვიცე-პრეზიდენტმა და პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზბიგნევ ბონიეკმა რუსეთთან მატჩის შესაძლო ბოიკოტზე ისაუბრა. როგორც ლეგენდარულმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ეს არასერიოზული და ბავშვური საქციელია.
„მოსკოვში პლეი-ოფის მატჩის ბოიკოტის შესახებ მოწოდება სრულიად უაზრო საქციელია. ვიღაცას სურს გახდეს ცნობილი სოციალურ ქსელებში, მაგრამ რეალობაზე წარმოდგენა არ აქვს. არც ბონიეკს და არც სხვა არავის შეუძლიათ ამის დამოუკიდებლად გადაწყვეტა. მხოლოდ ფიფას შეუძლია, რომელსაც ჯერ ამის საფუძველი არ აქვს.
ჩვენს ფეხბურთელებს მოსკოვში საფრთხე არ ემუქრებათ. ასე რომ, არ არსებობს მიზეზი, რომ ფიფამ მატჩი კატოვიცეში გადაიტანოს, როგორც ბევრს სურს ან უკაცრიელ ქვეყანაში. ასეთი სიტუაცია გვქონდა, როცა იერუსალიმში ისრაელს შევხვდით. გუნდში ორი ფეხბურთელები გვყავდა, რომლებსაც ფრენა არ სურდათ, რადგან იქაური სიტუაციის ეშინოდათ. მივიღე გარანტიები ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, რომ იქ ჩასვლა უსაფრთხო იყო. მატჩი ვითამაშეთ, მოვიგეთ და შინ მშვიდად დავბრუნდით.
ბოიკოტის შემთხვევაში ფიფა პოლონეთს დასჯის და ფინალში რუსეთი გავა. თუ რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკური სანქციები იქნება, სპორტს მათთან ადაპტირება მოუწევს, მაგრამ შეუძლებელია თამაშს ბოიკოტი გამოვუცხადოთ. ნუ ვიქნებით ბავშვები. თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე სიტუაცია ყოველ ხუთ წუთში შეიძლება შეიცვალოს. დღეს ვერავინ იწინასწარმეტყველებს რა მოხდება“, - თქვა ბონიეკმა.
შეგახსენებთ, რუსეთისა და პოლონეთის მატჩი 24 მარტს, მოსკოვში უნდა გაიმართოს.