ფეხბურთი

0:14 | 23.02.2022 | ნანახია NaN - ჯერ

გიორგი ლორია "ანორთოსისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ფამაგუსტას „ანორთოსისს“ გიორგი ლორიასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს. ადგილობრივ მედიასთან ქართველი მეკარის აგენტმა ელიას ელიასმა აღნიშნა, რომ დადებითი მოლოდინი არსებობს და მოლაპარაკებებიც დაწყებულია.

„ახალი კონტრაქტი ძალიან ახლოსაა. რამდენიმე დღის წინ დაურეკეს, დადებითი მოლოდინი არსებობს“, - თქვა მან ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას.

გიორგი ლორია „ანორთოსისში“ 2019 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ მან ფამაგუსტური გუნდის რიგებში 88 თამაში ჩაატარა, მოქმედი კონტრაქტი კი 31 მაისს ეწურება.

აქვე გეტყვით, რომ ლორიას საფეხბურთო კარიერის განმავლობაში „ანორთოსისის“ გარდა, „დინამო თბილისში“, „ოფიში“, „კრილია სოვეტოვში“, „ანჟისა“ და „მაგდებურგში“ უთამაშია.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:56 | 04.02.2017
MRBrownstone (1225)

ცივაძე ტენისისტია საერთოდ? თუ საფუნთუშედან გადმოიპარა

17:18 | 04.02.2017
donnucha (55)

კიდეც კარგი ცივაძე გვყავს გუნდში თორე რა გვესჰველებოდი ხტფუ

16:44 | 04.02.2017
BEERTRANCE (97819)

ვერ ვყოჩაღობთ ჩოგბურთშI

16:42 | 04.02.2017
donnucha (55)

კიდეც კარგი ცივაძე გვყავს გუნდში თორე რა გვესჰველებოდი ხტფუ

11:49 | 04.02.2017
kings never die (12388)

ჩემი კაი ჰარი ჰარალემ რატო უნდა მომიგოს თამაში საწყალმა გუსჰინ ნახა პირველად კორტი და ჩოგანი

0.084499