ფეხბურთი

23:09 | 22.02.2022 | ნანახია NaN - ჯერ

პოლონელები რუსეთთან მატჩის სხვა ქვეყანაში ჩატარებას ითხოვენ

პოლონეთის საფეხბურთო კავშირი და სპორტის მინისტრი რუსეთისა და პოლონეთის ნაკრებთა მატჩის სხვა ქვეყანაში ჩატარებას ითხოვენ.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში ეს გუნდები ზუსტად ერთ თვეში მოსკოვში უნდა დაუპირისპირდნენ, მაგრამ პოლონურმა მხარემ ფიფას მიმართა.

„ჩვენ ვეცდებით, რომ ეს მატჩი მინიმუმ ნეიტრალურ მოედანზე ვითამაშოთ. თუ ამის უფლებას არ მოგვცემენ, მაშინ ამ პრობლემის გადაჭრის სხვა გზას მოვძებნით. მიმაჩნია, რომ ასეთ ვითარებაში პოლონელი სპორტსმენები რუსეთში არ უნდა წავიდნენ“, - თქვა პოლონეთის სპორტის მინისტრმა კამილ ბორტნიჩუკმა.

„უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის, აგრეთვე შესაძლო შემდგომი ესკალაციისა და შეიარაღებული კონფლიქტის გამო, პოლონეთის საფეხბურთო კავშირმა მიმართა ფიფას თხოვნით, სასწრაფოდ გაარკვიოს რუსეთი-პოლონეთის მატჩთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები. აღსანიშნავია, რომ ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს გუნდს, არამედ შვედეთისა და ჩეხეთის ნაკრებებსაც, რომლებიც შეიძლება პოტენციურად რუსეთს დაუპირისპირდნენ“, - ნათქვამია პოლონეთის საფეხბურთო კავშირის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და პოლონეთის მატჩი 24 მარტს მოსკოვში უნდა გაიმართოს. თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეიძლება შეხვედრა სხვა ქვეყანაში გაიმართოს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:13 | 03.09.2018
zviadi-shxefi (6306)

მეტი მეწერა მაგრამ შალკემ გამისხა

10:17 | 03.09.2018
mjgiri (8951)

ხოდა გამიფუჭა ექსპრესი

10:10 | 03.09.2018
temo11 (1791)

ტოტენჰემის გუნდობას ...

01:02 | 03.09.2018
nugo-cule (213)

კარგია მოგება და ასე უნდა გავაგძელოთ მოგებები ლივერპულამდე ყველა მოსაგებია, და თან ლივერპულს ისეთი რთული კალენდარი აქვს შეილება მისი სახლში დამარცხება

0.075289