სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

0:49 | 23.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

იტალიური „რომას“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

პორტუგალიელი სპეციალისტი „ვერონასთან“ მატჩში გააძევეს და მან მსაჯს მიმართა: „განზრახ გამოგგზავნეს, „იუვენტუსმა“ გამოგგზავნა“.

ეს სიტყვები ჟოზეს ორმატჩიან დისკვალიფიკაციად დაუჯდა და მომდევნო ორ შეხვედრაში სათადარიგო სკამზე არ იქნება.

მოურინიოს გარდა, გასულ ტურში წითელი ბარათი „ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო გასპერინიმ მიიღო. ის ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას მოიხდის.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114455