ფეხბურთი

17:57 | 22.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

უეფა რუსეთისთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევას ჯერ არ აპირებს

ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძელი ქალაქის შეცვლა ამ ეტაპზე არ იგეგმება. ასე უპასუხა უეფამ ბრიტანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ევროპული ფეხბურთის მმართველი უწყება სანქტ-პეტერბურგისთვის მასპინძლის სტატუსის ჩამორთმევას აპირებდა.

ბრიტანულ მედიაში დაიწერა, რომ რუსეთ-უკრაინის სიტუაციის გამო უეფა რუსეთში ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამართვას არ დაუშვებს და ალტერნატიულ ვარიანტად ლონდონიც დასახელდა. თუმცა, ჯერჯერობით, უეფაში აღნიშნეს, რომ მასპინძლის შეცვლა არ იგეგმება.

„უეფა აკვირდება სიტუაციას. ამ დროისთვის ფინალის ადგილის შეცვლა არ იგეგმება“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალი 28 მაისს სანქტ-პეტერბურგში უნდა გაიმართოს. თუმცა, შესაძლოა, უეფამ საკუთარი გადაწყვეტილება მოგვიანებით შეცვალოს.

0.118992