„ჩელსისა“ და „ლილის“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის წინ, თავის დროზე ორივე გუნდში ნათამაშევმა, ამჟამად 40 წლის ჯო კოულმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ საფრანგეთის ლიგა -1, არაფრით ჩამოუვარდება ევროპის საუკეთესო ჩემპიონატებს.
„როცა საფრანგეთში ჩავედი, გაკვირვებული დავრჩი. იქაური ლიგა -1-ის დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ველოდი. მას შემდეგ ის ვითარდება და ბუნდესლიგის, სერია A-ს, ასევე პრიმერა დივიზიონის დონისაა.
განსაკუთრებით ახალგაზრდა მცველები მომეწონა: ლუკა დინი და კურტ ზუმა. პრემიერლიგელ ნაცნობებს ვუთხარი კიდეც, ყურადღება მიაქციეთ, მაგარი ბიჭები არიან მეთქი.
თუ ფეხბურთელი საფრანგეთის ლიგაში გამოირჩევა, ინგლისში რატომ ვერ ითამაშებს? ვფიქრობ, ლიგა -1 ფიზიკური პარამეტრებით პრემიერლიგასთან ახლოსაა.“ - ციტირებს კოულის სიტყვებს L’Équipe.