ფეხბურთი

15:19 | 22.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

პოლონელები რუსეთ-პოლონეთის ფლეი-ოფის მატჩის მოსკოვიდან გადატანას ითხოვენ

პოლონეთის საფეხბურთო კავშირი ფიფასა და უეფაში წერილის გაგზავნას აპირებს, რუსეთ-პოლონეთის მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფის მატჩის მოსკოვიდან გადატანის თაობაზე - წერს პოლონური Sport.

ამ გადაწყვეტილებამდე პოლონელი ფეხბურთის მამები რუსეთსა და უკრაინას შორის პოლიტიკური ვითარების უაღრესად დაძაბვის გამო მივიდნენ. მათ მიაჩნიათ, რომ მოსკოვი მატჩის გასამართად მთლად უსაფრთხო ქალაქი შეიძლება არ იყოს.

პოლონეთის სპორტის მინისტრი, კამილ ბორტნიჩუკი კი იმედოვნებს, რომ „შეხვედრა მინიმუმ ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება.“

რუსეთ-პოლონეთის შესარჩევი ფლეი-ოფის მატჩი წესით 24 მარტს უნდა ჩატარდეს მოსკოვში. გამარჯვებული, გადამწყვეტ შეხვედრაში 29 მარტს, შვედეთ-ჩეხეთის წყვილის მოგებულს შეხვდება.

0.128819