„სამგურალმა“ ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადება წყალტუბოს 26 მაისის სახელობის არენაზე განაახლა.
გუნდი 3–17 თებერვალს შეკრებაზე ანტალიაში იმყოფებოდა, სადაც წვრთნების პარალელურად ამხანაგური მატჩებიც გამართა (რუმინულ „მიერკურეასთან“ – 2:1, ტიმიშოარას ,,რიპენსიასთან“ – 1:0, ხარკოვის ,,მეტალისტი 1925"- თან - 0:1 და უკრაინულ ,,კოლოსთან" – 0:0).
,,სამგურალი" ანტალიაში 24 ფეხბურთელით იმყოფებოდა: ლევან შოვნაძე, მაქსიმე ქვილითაია, მურმან სვანიძე, ლევან ქურდაძე, ომარ პატარკაციშვილი, დავით მაისაშვილი, თედო კიკაბიძე, ილია ახვლედიანი, შალვა ბურჯანაძე, ტარიელ ბურჯანაძე, ნიკა კალანდარიშვილი, გიორგი თევზაძე, ისუფ ტურე, ლუქმან გილმორი, მიხეილ ბაშელეიშვილი, დემურ ჩიხლაძე, მამია გავაშელიშვილი, სერგო კუხიანიძე, გრიგოლ დოლიძე, ალექსანდრე ვერულიძე, ანდრია დევდარიანი, შოთა იობიძე, ირაკლი რუხაძე, ჯეფერსონ ჯერალდო.
თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ გუნდმა სამი დღე დაისვენა.
ამჟამად კი ,,საბურთალოსთან" გასამართი ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩისთვის ემზადება.
,,საბურთალო" – ,,სამგურალის" დაპირისპირება 27 თებერვალს თბილისში, ,,მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.
FC Samgurali official/Facebook





